ლიბერალური აკადემია თბილისის შესახებ
 ლიბერალური აკადემია თბილისის შესახებ
ფონდი “ლიბერალური აკადემია თბილისი”  დაარსდა 2006 წლის დეკემბერში, როგორც არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებების, მშვიდობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას.
“ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი” არის ანალიტიკური პროგრამა, რომელიც ორგანიზაციის ბაზაზე ჩამოყალიბდა 2010 წლის იანვარში და ახორციელებს კვლევას და ანალიზს, რათა ხელი შეუწყოს, პირველ რიგში, საქართველოს, ხოლო მომდევნო ეტაპზე – მთლიანად რეგიონის ევროპული მომავლის შესახებ დისკუსიებს და დამოუკიდებელი ექსპერტიზით წვლილი შეიტანოს ამ მიმართულებით პოლიტიკის ფორმირებაში.

“ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი” იკვლევს საკითხებს, რომლებიც ევროკავშირში  მიმდინარე პროცესებს, საქართველოსა და რეგიონის ევროკავშირთან თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებს უკავშირდება. ძირითადი მიზანია, ერთი მხრივ, საქართველოში/რეგიონში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისა და ფართო საზოგადოების უკეთ გათვითცნობიერება და ჩართვა ევროპული ინტეგრაციის  პროცესებში; მეორე მხრივ, ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში დაინტერესებული პოლიტიკური, საექსპერტო, მედია თუ აკადემიური წრეებისა და პირების უკეთ ინფორმირება საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მათი მხრიდან ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის წახალისების მიზნით. აქედან გამომდინარე, “ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი” იკვლევს იმ საკითხებსაც, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება საქართველო­ევროკავშირის თანამშრომლობის არსებულ დღის წესრიგს, მაგრამ ეხმიანება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ გამოწვევებს, ამ თემებზე ფართო საზოგადოებრივი დებატების ხელშეწყობის მიზნით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
სოციალური ქსელები
მიმდინარე პროექტები
დონორები და პარტნიორები