კითხვები იდენტობისა და პოლიტიკის შესახებ
01 / 04
ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამოხატული პრიორიტეტია. ევროკავშირის დროშები აღმართულია როგორც საჯარო სამუშაო ოფისებს შიგნით, ასევე გარეთ, ხოლო ევროპისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ძალიან მაღალია.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების 75-84 % ევროპის მომხრეა, 2004 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, ძალიან დაბალია საზოგადოების გაგება (აღქმა) ევროკავშირის არსის შესახებ. 2009 წლის შემოდგომაზე ჩღღჩ-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირისადმი "განწყობას" სწავლობდა, გამოიკვეთა, რომ საზოგადოებისთვის გაურკვეველია, რა მეთოდებით უნდა მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაცია. რას გულისხმობს ის ფაქტი, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია და მართლაც იზიარებს თუ არა საზოგადოება ამ მოსაზრებას? რამდენად შეესაბამება 1999 წელს ევროსაბჭოს წინაშე გაჟღერებული ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიას სიტყვები - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი" - ქართველების იდენტობას?

პროექტის ფარგლებში, 2010 წლის დეკემბერში, დაიწერა განხილვა, ხოლო 2011 წლის იანვარში ანგარიში ისტორიული, კულტურული, იდეოლოგიური, სქესის, პოლიტიკური და თანამედროვე ასპექტების ფესვების გამოსაკვლევად. პროექტის მიზანია წარმოაჩინოს, რამდენად მისაღებია ქართველებისთვის ევროპული ღირებულებები და რამდენად შეესაბამება ის ქვეყნის პოლიტიკას. პირველ რიგში, გამოქვეყნდება სტატია აკადემიური და ემპირიული დაკვირვებების შესახებ, ასევე უახლესი დროის ნაციონალური "ნარატივები" და მათი ევროპულებთან შედარება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
მიმდინარე პროექტები
სოციალური ქსელები
დონორები და პარტნიორები